დღეს დასრულდა ჩემთვის საინტერესო, სასარგებლო და საჭირო ტრენინგების კურსი. ყველა დღე მნიშვნელოვანი და ბევრისმომცემი იყო ჩემთვის, მაგრამ დღევანდელმა დღემ მოლოდინს გადააჭარბა, დღეს გავაკეთეთ ის ,რაც ჩემთვის სირთულეს წარმოადგენდა. მაგრამ მივხდი , რომ რთული არაფერი არ არის თუ მოინდომებ და საუკეთესო ტრენერი გყავს. დღეს ბლოგზე ავტვირთეთ ჩვენი პორტფოლიოები, გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია,შევაფასეთ ერთმანეთი და მივეცით რჩევები. მინდა წარმატება ვუსურვო ყველა ჩემს კოლეგას პროფესიულ წინსვლაში და ბოლოს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ტრენერს რუსას იმ დიდი გულისხმიერებისთვის და მოთმინებისთვის, რომელსაც ჩვენს მიმართ იჩენდა. სიამოვნებით დავესწრები მის ტრენინგებს კიდევ .
პროექტებით სწალვება
Wednesday, 16 July 2014
Tuesday, 15 July 2014
ტრენინგის VIII-დღე
დღევანდელი დღეც საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. შევაჯამეთ წინა დღეს მიღებული ცოდნა, გავაკეთეთ პრეზენტაცია. განვიხილეთ მე-6 და მე-7 მოდული. გავიგე თუ როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშესაწყობისთვის,როგორ შევარჩიო აქტივობები განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის,როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს, რათა დავეხმარო მოსწავლეებს როგორ აწარმოონ კვლევა ტექნოლოგიების საშუალებით. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს, იმისათვის რომ ძალიან კარგად გვასწავლის.
Monday, 14 July 2014
ტრენინგის VII- დღე
დღევანდელი ტრენინგი საინტერესო და აუცილებელი იყო.დღეს გავაკეთეთ წინა ტრენინგზე შესწავლილი გაზეთის პრეზენტაცია. განვიხილეთ შეფასების მეთოდები და მისი ინსტრუმენტები. შევქმენით სხვადასხვა შეფასების ფორმა და მოვარგეთ პროექტს.
Saturday, 5 July 2014
ტრენინგის VI-დღე
დღევანდელმა ტრენინგმა საინტერესოდ ჩაიარა. შევაჯამეთ მეხუთე დღე. ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნაზე, განვიხილეთ გაზეთის შაბლონი,შევქმენით გაზეთის ჩეკლისტი. ვისწავლე ინტერნეტში როგორ უნდა შევინახო ინფორმაცია ,რომ იყოს დაცული.
Friday, 4 July 2014
ტრენინგის III-დღე
ტრენინგის მესამე დღეს განვიხილეთ მოდული 2-ის აქტივობებს, რომელიც პროექტის დაგეგმვისას მისაღწევი სტანდარტების გათვალისწინებას ეხებოდა. საფუძვლიანად განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირებას,რომელიც გამომადგება მოსწავლეთა პროექტში ჩართულობისთვის.
დღევანდელი დღე იყო საინტერესო, ნაყოფიერი და ბევრისმომცემი.
Subscribe to:
Posts (Atom)